ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი საკარანტინო ზონიდანაა, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი საკარანტინო ზონიდანაა, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი დაემატა. 41 წლის ქალი კლინიკაში კარანტინიდან გადაიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კლინიკას ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტიც დატოვებს. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით შვიდი პაციენტია.