არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობისა და ზღვაში ჩამშვები მილის მონტაჟის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება, რის შედეგადაც უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდება.

„ქალაქის სანიაღვრე წყლები, კოლექტორების გავლით, სატუმბ სადგურში მოგროვდება, რომელიც უხვი ნალექის დროს კოლექტორებიდან სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს. სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩამშვები მილის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს. სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება“, - აღნიშნულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა