ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი  საბჭო დატოვა

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის.

"მოგეხსენებათ, რომ 21 მაისს მე დავაარსე მოძრაობა „ხალხისთვის“, რომლის უპირველესი ამოცანაა, საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლემები. რამდენიმე დღის წინ მე ხელი მოვაწერე დოკუმენტს, მემორანდუმს ახალი პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ, რომლის მიზანია ჩამოართვას საჯარო დღის წესრიგზე მონოპოლია ორ უმთავრეს ძალას. ამ პლატფორმის ხელმოწერის პროცესებთან დაკავშირებით ჩემს მიმართ გამძაფრდა ორკესტრირებული ბინძური პიარკამპანია. ამოქმედდა სქემა 108 საპარლამენტო ხმა. ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია ყველა შესაძლებლობის ფასად არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია. ამ ბინძურ პიარკამპანიას არ წარმოუდგენია არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად. ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე ორი წლის განმავლობაში მქონდა ამ შენობაში. ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, შექმნას სეირი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელსაც პოპკორნით სიამოვნებით უყურებს კლანი და უყურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამ პირობებში, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის. მე დღეს გავუგზავნი განცხადებას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და გავუადვილებ იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მან დღეს ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს. მე დღეს შევუდგები მთელი ჩემი რესურსით მოძრაობა „ხალხისთვის“ შენებას იმისთვის, რომ გავაგრძელო მისია და ბრძოლა, რომელშიც სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამ შენობაში მე მარტო დავრჩი და რომელთან მიმართებაშიც მე ვიპოვი მთავარ თანამოაზრეს. ეს მთავარი თანამოაზრე იქნება ქართველი ხალხი. მე ქართველ ხალხთან ერთად შევქმნი ახალ, თავისუფალ სასამართლოს, სადაც არ იქნება მურუსიძე და ჩინჩალაძე. სწორედ ქართველ ხალთან ერთად დავალაგებ ავგიას თავლას, რომლადაც გადაიქცა სასამართლო ხელისუფლება და იუსტიციის საბჭო“, - განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა