ირაკლი კობახიძე - გავრილოვი ძალიან კარგი პარტნიორია ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის - საზოგადოება კარგად არჩევს, ვინ აკეთებს რუსულ საქმეს

ჟარგონზე რომ ვთქვათ, გავრილოვი ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, თუმცა, ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „გავრილოვი ოპოზიციის კარგი პარტნიორია და საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ აკეთებს საქართველოში რუსულ საქმეს“.

„გავრილოვი პერიოდულად აკეთებს ხოლმე ასეთ განცხადებებს, რაც ცხადყოფს, რომ ის არის ძალიან კარგი პარტნიორი ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის და ისინი ხმაშეწყობილად საუბრობენ იმ თემებზე, რომელზეც სურთ ყურადღების გამახვილება.

ჟარგონზე რომ ვთქვათ, ის ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, თუმცა, ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა, განსაკუთრებით ამ ერთი წლის განმავლობაში და საზოგადოება კარგად არჩევს იმას, თუ ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში და ვინ აკეთებს დასავლეთის საქმეს. ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების და ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის შედეგებით არის გამოხატული. თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლებამ ჩააბარა ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ასევე უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ- ეკონომიკური ობიექტები ჩააბარა, ეს იყო მათი მოღვაწეობის შედეგები და დასასრული. რაც შეეხება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ჩვენ მივიწევთ წინ ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ,"- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გუშინ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ უსიამოვნებიდან გამოსვლის და მეზობლებთან, პირველ რიგში კი რუსეთთან, ურთიერთობის აღდგენის გზაზე დადგომის დროა.

"დარწმუნებული ვარ, მომავალი ეკუთვნის ურთიერთობების აღდგენასა და ჩვენი ხალხების ერთიანობას, ჩვენს საერთო გამარჯვებას დიდ სამამულო ომში. საქართველოს ქუჩებშიც ზეიმი იქნება!"- წერს გავრილოვი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა