შსს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, მწყემსის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, მწყემსის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემისის გადმოცემასთან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

„მიმდინარე წლის 13 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დ. ვ. სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის კვეთის ბრალდებით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის ინიციდენტის დეტალების დასადგენად.

პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემათან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა,"- აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო:შსს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, მწყემსის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა