იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი. კომიტეტის სხდომას კვლავ არ დაესწრნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციების წევრები.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით დაამკტიცა. პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, "ევროპულმა საქართველომ", "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა", "პატრიოტთა ალიანსმა" და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ 5-მა დეპუტატმა მისცა ხმა: ალექსანდრე ერქვანიამ, კახა ოქრიაშვილმა, დავით ჭიჭინაძემ, ბიძინა გეგიძემ და ემზარ კვიციანმა. დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

იხილეთ ვიდეო: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს