ბორჯომში ახალი ხიდი გაიხსნა

ბორჯომი საკურორტო სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილეებმა შოთა როსტიაშვილმა და ზურა ხაჩიძემ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა ბორჯომში ახალი ხიდი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხიდი ბორჯომში კოსტავასა და 9 აპრილის ქუჩებს აკავშირებს.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მანამდე არსებული სახიდე გადასასვლელი ავარიული მდგომარეობის გამო, ბოლო წლებში განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი იყო. ხიდი ცენტრალური (ისტორიული) პარკის მისასვლელ გზაზე მდებარეობს. “ნაგებობა ვიზუალურად სრულად პასუხობს ქალაქის არქიტექტურულ სტილს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს