„ნაცმოძრაობის“ წევრი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას, დავით რიჟვაძეს და პოლიციის სამმართველოს უფროსს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს, ასევე მის მამას - დავით რიჟვაძეს, რომელიც შსს-ს თანამშრომელია და აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროს კონსტანტინე ანანიაშვილს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს. მისი ინფორმაციით, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრებს აღნიშნული თანამდებობის პირები არჩევნებში "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი დაკავებულების მეუღლეებს სოციალური დანიშნულების სახით 2000-2000 ლარი ჩაერიცხათ. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული მტკიცებულება გააჩნია და პროკურატურას საკითხის დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რომ აჭარაში წინასაარჩევნო პროცესს განსაკუთრებით დააკვირდეს.

ცნობისთვის, სპორტსმენები რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე 7 მაისს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. ოჯახის წევრებმა გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართეს, ერთ-ერთ აქციაზე სამართალდამცავების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო აქციის მონაწილე 30 პირი დააკავეს, რომლებიც სასამართლომ ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა