ირაკლი ღარიბაშვილი -  წარსულს ვაბარებთ საბჭოთა წარმოების, ასევე ნატო-ს არაწევრი ქვეყნების მიერ წარმოებულ მოძველებულ სპეციალურ ტექნიკას

დღევანდელი შეთანხმებით ჩვენ წარსულს ვაბარებთ საბჭოთა წარმოების, ასევე ნატოს არაწევრი ქვეყნების მიერ წარმოებულ მოძველებულ სპეციალურ ტექნიკას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სპეცტექნიკის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ქართველ სამხედროებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არაკომფორტული, არაეფექტიანი და ამავდროულად, არასაიმედო ტექნიკის გამოყენება უწევდათ. მინისტრის განმარტებით, უწყებამ 500-ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების სპეცტექნიკა მსოფლიო და ევროპის ლიდერი მწარმოებლებისგან შეიძინა.

„დღევანდელი შეთანხმებით ჩვენ წარსულს ვაბარებთ საბჭოთა წარმოების, ასევე ნატო-ს არაწევრი ქვეყნების მიერ წარმოებულ მოძველებულ სპეციალურ ტექნიკას. ეს ნამდვილად არ იყო ის ხარისხი, რასაც ჩვენი სამხედროები იმსახურებდნენ. ამიტომ დღეს ჩვენ უპრეცედენტო მასშტაბის განახლებით, ამ ვითარებას მთლიანად შევცვლით და ამ ნაწილშიც სრულად ვხდებით ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან თავსებადი. ჩვენი პროექტით ვყიდულობთ 500-ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების სპეცტექნიკას. ისეთი მსოფლიო და ევროპული ლიდერი მწარმოებლები, როგორიც არის გერმანული „მანი“, იტალიური „ივეკო“ და ამერიკული „ფორდი“- აღნიშნული კომპანიების სახელები და ავტორიტეტი ადასტურებს, რომ ჩვენს მთავარ პრინციპს - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, რეალობაში ვნერგავთ. პროექტის საერთო თანხას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, განვადებით, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჩვენი უწყებისთვის. აღნიშნული შესყიდვა ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. რადგან ერთი და იმავე ბრენდის მწარმოებლის ტექნიკური საშუალების შესყიდვა მნიშვნელოვნად დაზოგავს ხარჯებს და მომავალში, რა თქმა უნდა, გაამარტივებს ტექნიკურ მომსახურებას. შედეგად მნიშვნელოვნად გაძლიერდება ჩვენი სამხედრო თავდაცვის შესაძლებლობები და რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება ჩვენი ჯარის ეფექტურობის მობილურობის ხარისხი, საბოლოო ჯამში, ჩვენ ახალი, თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზანია, ავამაღლოთ ჩვენი ჯარის მზადყოფნა და ზოგადად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა