გორში, გორგასლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორგასლის ქუჩაზე, #5-სა და #6-ში მდებარე კორპუსებს შორის გასართობი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

„პროექტი, რომელიც „სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში“ ხორციელდება, ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. სამუშაოების ღირებულება 50 977 ლარია. პროექტის მიხედვით სკვერში მოეწყობა საფეხმავლო, გარე განათება, ატრაქციონები, დაიდგმება დეკორატიული სკამები. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2020 წელს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის, მათ შორის კომბინატისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით ადგილობრივმა მოსახლეობამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გადაწყვიტა. გარდა გორგასლის ქუჩისა, სკვერის მოწყობა თარხნიშვილის ქუჩაზეც დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ გორგასლის ქუჩაზე #5-სა და #6-ში მდებარე კორპუსებს შორის 2019 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ტრენაჟორებიც მოეწყო,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო