ადვოკატის განცხადებით, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დაცვის მხარე დააყენებს ყველა ჯერზე, როცა ამის შესაძლებლობა ექნება

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობას დაცვის მხარე დააყენებს ყველა ჯერზე, როცა ამის შესაძლებლობა ექნება.

როგორც ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის 4 მოწმიდან 3 პირი დაიკითხა, ერთ-ერთის დაკითხვა ვერ მოასწრო. მისი თქმით, სამივე მათგანი პოლიციელია და საკმაოდ მნიშვნელოვანი დაკითხვა აწარმოეს.

„როლანდ მესხმა თქვა, რომ თათბირი ჩაატარა, რურუას მოძებნის, ჩხრეკის და დაკავების ბრძანება გასცა. ასევე იმყოფებოდა იმ ადგილზე, სადაც თვითონ გიორგი რურუას ჰყავდა ავტომობილი გაჩერებული და ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპერაციის ჩასატარებლად გაუშვა ჯგუფი. გარდა ამისა საინტერესო იყო მოწმე მანუჩარ კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ დიღმიდან ვაკეში პირად საქმეზე წავიდა. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს პირადი საქმე მაღაზიაში შესვლა და წყლის ყიდვა იყო. მესამე მოწმეს, გამომძიებელს აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა, რომ არ იცის და არაფერი ახსოვს. ერთადერთი რაც ახსოვს, არის, რომ 1 წუთზე ნაკლებ დროში მოასწრო გამოძიების დაწყება, იპოვა მოწმეც და დაიწყო მისი დაკითხვაც“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, საქმის პროკურორის ვასილ სამხარაძის განცხადებით, პროკურატურას გიორგი რურუასთან დაკავშირებით რაიმე შუამდგომლობა არ აქვს.

„არც დაცვის მხარეს დაუყენებია შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, ეს კვლავ ძალაშია და პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა", - განაცხადა ვასილ სამხარაძემ.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატის განცხადებით, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დაცვის მხარე დააყენებს ყველა ჯერზე, როცა ამის შესაძლებლობა ექნება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა