ზვიად შალამბერიძე - შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იმერეთში ვიზიტორების რაოდენობა იმატებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, იმერეთმა ვიზიტორების მიღება დაიწყო.

როგორც ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეს ერთი კვირის განმავლობაში 595 ადამიანი სტუმრობდა.

„ორშაბათიდან დღემდე 595 ადამიანი მივიღეთ სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეში, რა თქმა უნდა, ეს ციფრი, იმ ფონზე, როდესაც თითოეული ლოკაცია დაახლოებით 1500-დან 2000-მდე ადამიანს მასპინძლობდა შარშან ამ დროს, მცირეა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტორების რაოდენობა იმატებს, გუშინდელი დღის მონაცემებით იყო 100-130 სტუმარი, დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენ ვემზადებით სხვა მიმართულებებითაც, ბევრი საინტერესო ადგილები გვაქვს, რომელსაც ასევე სტუმრობენ ტურისტები, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ახალი ლოკაცია - ვანის მუზეუმი, რომელსაც უკვე ორი კვირის ვადაში გავხსნით და იქნება ძალიან საინტერესო", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე თქმით, სასტუმროების ძირითადმა ნაწილმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.

„ყველა სასტუმრო მას შემდეგ იხსნება, რაც გაივლის შემოწმებას და მიიღებს ფუნქციონირების ნებართვას, ასევეა რესტორნების შემთხვევაშიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა რესტორანი, კაფე და სხვადასხვა ლოკაცია გახსნილია იმერეთში.

სასტუმროებს და რესტორნებს თავისი მარკეტინგული ხედვა აქვთ და ფასთა პოლიტიკას თვითონ განსაზღვრავენ, შესაბამისად, ზოგიერთი აკლებს ფასებს იმისთვის, რომ მეტი სტუმარი მიიზიდოს. რაც შეეხება ისეთ ლოკაციებს, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია, ჯერჯერობით ჩვენ ფასდაკლება არ გვაქვს, იგივე ფასებია, რომელიც აქამდეც მისაღები იყო ჩემი აზრით, ქართველი ტურისტებისთვის, მაგრამ თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან