ბადრი ჯაფარიძე - ჭიათურა მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ჭიათურაში ადგილობრივებს შეხვდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “ლელო საქართველოდან” აცნობეს, შეხვედრაზე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ჭიათურა არის ადგილი, საიდანაც დაიწყება ეკონომიკური კრიზისის დასასრული.

“ლელოს” ოფისის გახსნა არ არის მხოლოდ პარტიული მოვლენა, ეს არის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქალაქის უწყვეტი ეკონომიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისი. ჭიათურა მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც ლანდშაფტი, არქიტექტურა და ინდუსტრიული მემკვიდრეობა ერთიან და უნიკალურ სისტემას წარმოადგენს და არაჩვეულებრივ მოსახლეობასთან ერთად, უკიდეგანო გაჭირვებაში იმყოფება”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“ლელო საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ჭიათურის განვითარების გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჭიათურა მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით რეგიონში უფუნქციოდ დარჩენილი ინდუსტრიული მემკვიდრეობა, საუკეთესო შესაძლებლობაა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის.

“ჭიათურა მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს. ეს არის ქალაქი, სადაც ინგლისელებმა, თბილისზე და ბათუმზე გაცილებით ადრე, პირველი ჩოგბურთის კორტი ააშენეს საქართველოში; ქალაქი, სადაც დღეს განვითარების და სიახლის კვალი აღარ არსებობს. ჭიათურა არ არის მხოლოდ მარგანეცი, ეს არის განუმეორებელი ლანდშაფტი, ევროპაში აღიარებული და განადგურების პირას მყოფი საჰაერო საბაგირო ქსელი, გამორჩეული მღვიმევის მონასტერი, კაცხის სვეტი და კაცხის მონასტერი. ჭიათურა არის ბუნება და უფუნქციოდ დარჩენილი ინდუსტრიული მემკვიდრეობა, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, რეგიონი უნდა მომზადდეს ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის, რაც მხარეს ეკონომიკურად გააძლიერებს და ახალგაზრდების საკუთარ რეგიონში დაბრუნებასა და დასაქმებას უზრუნველყოფს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა