ეკატერინე დგებუაძე - ჩვენი მიზანია, მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს, თუ გარკვეული გამოწვევების წინაშე დავდგებით, გვექნება სხვადასხვა ვერსია, რომელსაც მათ შევთავაზებთ

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, სწავლის დაწყების თარიღზე ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე უწყება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

კითხვაზე განიხილება თუ არა დისტანციურად სწავლის დაწყება, დგებუაძე ამბობს, რომ უწყება სხვადასხვა სცენარს განიხილავს.

"განათლების სამინისტრომ დაასრულა 2019-2020 წელს სასწავლო პროცესი. დაიწყო ახალი სასწავლო წლისთვის მზადება. მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ, ვათანხმებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. შესაბამისად, დღეს განათლების სამინისტრო იმყოფება პროცესში, როდესაც სხვადასხვა სცენარებს ამუშავებს, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. სამინისტრო სხვადასხვანაირ სცენარს ამუშავებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის მზად, შესაბამისად, პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანია, რომ სასწავლო პროცესი დაიწყოს და მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს. თუ გარკვეული გამოწვევების წინაშე დავდგებით გვექნება სხვადასხვა ვერსია, რომელსაც მოსწავლეებს შევთავაზებთ", - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს ახალ სახელმძღვანელოებს დაურიგებს, თუმცა, მუშაობა მიმდინარეობს ელექტრონულ რესურსებზეც.

"განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს ახალ სახელმძღვანელოებს დაურიგებს განათლების ყველა საფეხურზე. ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ნაბეჭდი სახელმძღვანელოებით. პარალელურად დამატებით ელექტრონულ რესურსებზე ვმუშაობთ, რომლებიც ვფიქრობთ, ამ დისტანციური სწავლების პროცესში როგორც დამატებითი რესურსი, გამოადგება სკოლებს", - განაცხადა დგებუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა