ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების" დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ "დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების" დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ განცხადებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

თემურ ფურცელაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად კი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები სახელდება.

"სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია "ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე ა(ა)იპის ბალანსზე მყოფი მაღალი გამავლობის ავტომობილით ფიქსირდებიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ "დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების" დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა" , - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ცნობისთვის, ხარაგაულის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" თორნიკე ავალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი თანამშრომლებს საკუთარ ყანაში ამუშავებს.

მისი ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა მუნიციპალიტეტში ხშირად ხდება და სამსახურის უფროსი თანამშრომლებს არა მარტო საკუთარ, არამედ ახლობლების ყანაში მუშაობას აიძულებს.

"პირველი შემთხვევა არაა, როცა მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი თანამშრომლებს ყანაში მუშაობას აიძულებს. ემუქრება სამსახურიდან გაშვებით, ვიდეოში ჩანს, როგორ მუშაობენ სამუშაო საათებში და როგორ არიან მისული დასუფთავების ავტომობილებით. ამ ადამიანებს სხვა გზა არ აქვთ და სამსახური რომ არ დაკარგონ მუშაობენ, ვის უხარია სხვის ყანაში მუშაობა, თუ იძულებით არ მიყავთ" , - განაცხადა თორნიკე ავალიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო