ყვარელი-თელავის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

ყვარელი-თელავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ფორდის ტიპის მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი ამოტრიალდა, მსუბუქი ავტომობილი კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაშავდნენ მძღოლები და ერთი მგზავრი.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მიმდინარეობს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს