ანდრიუს კუბილიუსი - იმედი მაქვს, 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება და ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს შემდგომ მოსმენებში მონაწილეობას

იმედი მაქვს, 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება და ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს შემდგომ მოსმენებში მონაწილეობას , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა.

“მივესალმები საქართველოში საარჩევნო რეფორმის პირველი მოსმენით მიღებას 136 ხმით. იმედი მაქვს, 8 მარტის შეთანხმება სრულიად შესრულდება და ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს შემდგომ მოსმენებში მონაწილეობას. ესაა გზა დემოკრატიის სიმწიფემდე საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გარეშე!", - წერს კუბილიუსი.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს