ჭიათურაში “ლელო საქართველოსთვის” რაიონული ორგანიზაცია გაიხსნა

დღეს ჭიათურაში “ლელო საქართველოსთვის” რაიონული ორგანიზაცია გაიხსნა, რომელსაც სათავეში დავით ჭუმბურიძე ჩაუდგა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, ჭიათურაში იმყოფებოდნენ “ლელოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ლიდერები და წევრები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, ისაუბრეს მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე და მათი მოგვარების გზებზეც.

“ლელოს” ლიდერებმა ადგილობრივებს პარტიის სამომავლო გეგმებიც გაანდეს და მომავალში რეგიონის როლზეც გაამახვილეს ყურადღება.

”ჭიათურა არასწორი ბიზნესპოლიტიკის მსხვერპლია. ის, რაც რეგიონში ხდება, უნდა დასრულდეს. მოსახლეობისთვის პერსპექტივის წართმევა და ღირსების აყრა არის დანაშაული, რომელსაც სათავეში მძარცველური ბიზნესი უდგას. ეს არის ქალაქის ძარცვა და ამას არ შევეგუებით, რასაც ოქტომბერში დიდი გამარჯვებით შევცვლით. ეს ქვეყანა სხვანაირი ცხოვრების ღირსია. ქვეყანა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, ასე არ უნდა პარტახდებოდეს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“მილიონები გაედინება რეგიონისკენ და მხოლოდ ერთეულები იღებენ სარგებელს. მოსახლეობა კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. წლებია, დამოუკიდებლად ვიბრძვი ჩემი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ ბრძოლას დღეს "ლელოსთან" ერთად გავაგრძელებ”, - აღნიშნა დავით ჭუმბურიძემ.

“ეს არის დღე, როდესაც უნდა დავიწყოთ ცვლილებები ამ ქვეყანაში. ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, არ არის მხოლოდ საარჩევნო დაპირება. საჭიროა, სტანდარტი დავამკვიდროთ ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის იმედზე დარჩენას კი არა, საერთო ძალებით ცვლილებებს გულისხმობს”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს დაიცავს სიკვდილისგან, ჩაგვრისგან, დაცინვისა და მოტყუებისგან. სახელმწიფო არის დაცული ადამიანი, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა. “ლელო” დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ ჭიათურამ და მთელმა საქართველომ გაიგოს გამარჯვების ფასი. ჩვენ შევქმნით სახელმწიფოს, რომელიც თითოეული თქვენგანის იქნება, ერთი მაღაროელი რომ მარცხდება, ერთი მეშახტე რომ ვეღარ ბრუნდება სახლში ამ დროს ფეხზე უნდა დადგეს ქვეყანა, სახელმწიფო და საზოგადოება. ჩვენ ამ მიდგომას დავამკვიდრებთ”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

“თითოეული დაღუპული მაღაროელი არის ჩვენი ტკივილი. ამ ადამიანებს გვართმევდა ეს სისტემა და დღემდე ვერ ვიპოვეთ სამართალი. დღეს უნდა გადავდოთ გათითოკაცება და ერთიანობაზე დავიწყოთ საუბარი. ეს ერთიანობა კი “ლელო საქართველოსთვისაა”, - დასძინა ირაკლი კუპრაძემ.

”ჭიათურის ბიუჯეტის დიდი ნაწილი იხარჯება არა მოსახლეობაზე, არამედ ჩინოვნიკებზე, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ რეგიონისთვის. 20 მლნ ლარიდან მხოლოდ 2 მლნ იხარჯება სოციალურ პროექტებზე. ეს არის ყაჩაღობა და ამ ყაჩაღობას “ლელო” დაასრულებს”, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

”2020 წლის არჩევნებში უნდა გაიმარჯოს ძალამ, რომელიც ძირეულად შეცვლის გაჩერებულ ქვეყანას და გავაჩენთ ახალ იმედს. თითოეული ქართველი იმსახურებს ნათელ მომავალს და ამ საქმეს ვერ გადავდებთ. მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თუმცა ვერ ვაშენებთ მდიდარ ქვეყანას, რადგან მაფიოზური კლანები ანაცვლებენ ერთმანეთს. ეს მმართველობა დასრულდება ოქტომბერში”, - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს