დავით ჭიჭინაძე - პოლიტიკოსებმა ხალხის მიღმა „ივაჭრეს“, შეთანხმდნენ და ეს ყველაფერი დიდი ზარ-ზეიმით დემოკრატიის გამარჯვებად გამოგვიცხადეს

ამ მოლაპარაკებაში „ქართულმა ოცნებამ“ მართლა მოუგო ოპოზიციას, თან ახვეწნინა და ისე. რეალურად კი, პოლიტიკოსებმა ხალხის მიღმა „ივაჭრეს“, შეთანხმდნენ და ეს ყველაფერი დიდი ზარ-ზეიმით დემოკრატიის გამარჯვებად გამოგვიცხადეს, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ისევ „ქართულ ოცნებას" ექნება უფრო მეტი მაჟორიტარის გაყვანის შანსი.

მისივე თქმით, სისტემა, ან პროპორციული უნდა იყოს, ან შერეული, რადგან - დამსგავსებული, უბრალოდ არ არსებობს.

„2019 წლის 20 ივნისს რაც მოხდა, ეს იყო ხალხის მონაპოვარი და მე, როგორც ხალხის რჩეულმა, მხარი დავუჭირე სწორედ ხალხის მონაპოვარს - პროპორციულ სისტემას და არა მიახლოებულ პროექტს -„ოცნების“ დამახინჯებულ ვარიანტს! კენჭისყრაშიც მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მონაწილეობა. ორმა ძალამ, რომელთა ინტერესებიც მუდმივად უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს. ისე, გასაკვირი არც არის, მათი პერსონებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში დიდად პოპულარობით არ სარგებლობენ და იმიტომ. და კიდევ, რაც ასევე უმთავრესია, ადრე მაჟორიტარებს ფეოდალებად მოიხსენებდნენ და ახლა რა ქნეს, ამ შემცირებით გაუმსხვილეს საფეოდალოები?!“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძის განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა