ადვოკატები ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს სასამართლოს მიმართავენ

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 ზე გაიმართება. როგორც დაკავებულების ახლობლებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, დღევანდელ პროცესზე ადვოკატები ელდარ ანთაძის გათავისუფლებას და რეზო წულუკიძის შემთხვევაში სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ. ახლობლების მტკიცებით, სპორტსმენები საპატიმროში უკანონოდ იმყოფებიან.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებული და მათ მოლოდინი აქვთ, რომ დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ ბრალდებულები საპატიმროს დატოვებენ. დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან და შემდგომ პროტესტის ფორმას მოიფიქრებენ.

ცნობისთვის, სპორტსმენები რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე 7 მაისს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის წევრებმა გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართეს, ერთ-ერთ აქციაზე სამართალდამცავების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო აქციის მონაწილე 30 პირი დააკავეს, რომლებიც სასამართლომ ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს