რუსთავის „ცხელების ცენტრში” 84 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსთავის “ცხელების ცენტრში” მყოფ 84 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც “ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, ქალი, კლინიკის “ცხელების ცენტრში” საკარანტინე სივრციდან ,,კოვიდ19"-ის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს.

"ქალის ინფიცირების წყარო ცნობილია, გასულ კვირას მის მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი, ის საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა. 84 წლის ქალი რუსთავში ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა და „ცხელების ცენტრში“ გუშინ შემოიყვანეს", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში ხუთი პირის ბიოლოგიური მასალა იყო საკვლევად გადაგზავნილი და კორონავირუსი, აქედან, მხოლოდ ერთს 84 წლის ქალს დაუდასტურდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა