კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი თელავში, სოფელ ყარაჯალაში დადასტურდა. „კოვიდ 19“ ყარაჯალაში მცხოვრებ შუახნის ქალს დაუდასტურდა.
ინფიცირებული თელავის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული, საიდანაც მას თბილისში გადაიყვანენ.
ეპიდემიოლოგთა ჯგუფი სოფელში უკვე მუშაობს და სავარაუდო კონტაქტებს იკვლევს.
დაავადებათა კონტროლოს კახეთის რეგიონულ ცენტრში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.