ფასანაურის მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემები მოეწყობა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, დაბა ფასანაურის წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს,

მათი ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნულ პროექტზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 10 ივლისს დასრულდება.

ტენდერის დასრულების შემდეგ, გამოვლენილმა გამარჯვებულმა კომპანიამ დაბა ფასანაურის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 თვეში უნდა დაასრულოს.

„ამ დროისთვის, ფასანაურის მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, მოძველებული და ამორტიზებული ქსელის გამო ხშირია დაზიანებები, რაც წყალმომარაგების მიწოდების კუთხით მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული სისტემა და მოეწყობა წყლის სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 1 700 000 ლარამდე დაფინანსდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1 200-მდე ადამიანი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ ფასანაურში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს გასულ კვირას გააცნო“,- აღნიშნულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა