ლევან კობერიძე უმრავლესობას - პროპორციული არჩევნები ჩააგდეთ და ახლა მცდელობა, თავი პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალად წარმოაჩინოთ, არ გამოგივათ

დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილებები გავა. მიუხედავად ამისა, ეს თქვენთვის ვერ იქნება ნამუსის მოწმენდის მცდელობა, რადგან პროპორციული არჩევნები ჩააგდეთ და მცდელობა ახლა თავი პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალად წარმოაჩინოთ, არ გამოგივათ,- ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

კობერიძის თქმით, 8 მარტის შეთანხმებაზე ხელმომწერებმა პასუხისმგებლობა პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე აიღეს. ამასთან, კობერიძემ უმრავლესობას ე.წ. მესიჯ ბოქსის შეცვლისკენ მოუწოდა.

„არ გეწყინოთ ბატონო არჩილ, მაგრამ თქვენი შექება ნამდვილად არ გვჭირდება და ჩვენი როლის ხაზგასმა. ჩვენ ვიცით ჩვენი ადგილი, რა როლი უნდა ვითამაშოთ და რა პასუხისმგებლობა ავიღოთ საზოგადოების წინაშე. 115 დეპუტატია დარეგისტრირებული, მინიმუმ 3 ადამიანი მე დანამდვილებით ვიცი, ვინც ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და ამ შემთხვევაში უმრავლესობის მხარეს როგორაა საქმე? იმედია შემოგესწრებიან თუ ვინმე აგვიანებს და კანონპროექტი საფრთხის წინაშე არ დადგება. რაც შეეხება თქვენს მესიჯ ბოქსს, რომ რაღაცნაირად ოპოზიცია გინდათ გაყოთ, იქითკენ თუ მიგყავთ საქმე, რომ 116 ხმა გარანტირებულია, როგორც თქვენი სპიკერები ამბობენ ხოლმე, თქვენს წარმატებად გინდათ რომ გაასაღოთ, ძალიან დიდი ბოდიში, ეს თქვენი მხრიდან არაფერი არაა გარანტირებული. ჩვენგან ნამდვილად ვიცით, რომ არის გარანტირებული და ეს არაერთხელ დავადასტურეთ. მემგონი კარგი იქნება, რომ შეფასებები და მესიჯ ბოქსი შეცვალოთ. საბოლოო ჯამში ისე ნუ იზამთ, რომ განაწყენება გამოიწვიოთ. მახსოვს, ამბობდით პროპორციული არჩევნები იმიტომ ჩავარდა, რომ მაჟორიტარებმა შეურაცხყოფილად იგრძნესო თავი, იგივე გზას ნუ დაადგებით. იმ დოკუმენტზე ვისაც ხელი მოწერილი აქვს პირველ რიგში საკუთარ თავთან აქვს პასუხისმგებლობა აღებული.

ის გარიგება კი, რასაც ყველა ხედავს, რომ თქვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის საზოგადოების მიღმა არსებობს, ძალიან გთხოვთ, იმ უკანა ეზოში, სადაც როგორც ჩანს ფარულად საუბრობთ ხოლმე, ისევ იქ გადით და აქ ნუ აწყობთ ხოლმე, რომ ხან ერთი არ შემოდის, მეორე მოუწოდებს და ა.შ. კეთილი ინებეთ და თქვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე გაიზიარეთ,“- აღნიშნა კობერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა