სოფო კილაძე - როცა ენჯეოების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ - ენჯეოების განცხადებაში ტყუილებია

როცა ენჯეოების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არასამთავრობო სექტორის განცხადებას მის შესახებ. კილაძე ამბობს, რომ მათ განცხადებებში ტყუილი ფაქტებია მოყვანილი.

"ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ როცა ენჯეოების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, ამიტომ გავაგრძელებ სწორი გზით სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვაფასებთ. ამ ენჯეოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოცემულია სულ ტყუილები და „ფეიკ ნიუსები“. არავითარი პროცედურა არ დარღვეულა და ტყუილების ნაწილში გეტყვით ერთ დიდ ტყუილს, რომ სოფო კილაძეს არ აქვს საერთო არც ბავშვის უფლებათა კოდექსთან, არც სოციალური მუშაობის რეფორმასთან, მაშინ როცა ერთ და მეორე შემთხვევაშიც, იდეის ავტორიც მე გახლავართ და მის განხორციელებას და იმპლემენტაციასაც მე თავად ვუდგავარ სათავეში. ეს ერთი დიდი ტყუილი, ბევრი შემიძლია მოგახსენოთ. რაც შეეხება პროცედურებს, ესეც არის მორიგი ტყუილი, პროცედურის არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია,"- განაცხადა კილაძემ.

52 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, სოფიო კილაძე, გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და მიუხედავად იმისა, რომ ორი მნიშვნელოვანი კანონპრპექტის ავტორია, არ აქვს ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებათა სფეროში. "კანდიდატი, რომელიც დასახელდა სახელმწიფოს მხრიდან, ვერ აკმაყოფილებს ისეთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს, როგორიცაა მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ სოფიო კილაძე არის ერთ-ერთი ავტორი ორი საკანონმდებლო ინიციატივის, ბავშვის უფლებათა კოდექსისა და სოციალური მუშაობის შესახებ კანონის, მას არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა