გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო

გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

მათი ინფორმაციით, სკვერი გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

„პროექტის მიხედვით, მოეწყო საფეხმავლო, გარეგანათება, ატრაქციონები, დაიდგა დეკორატიული სკამები. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის, მათ შორის კომბინატისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით ადგილობრივმა მოსახლეობამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტის, გორგასლისა და თარხნიშვილის ქუჩებზე სკვერების მოწყობა გადაწყვიტა. გორგასლის ქუჩაზე #5-სა და #6-ში მდებარე კორპუსებს შორის გასართობი სივრცის მოწყობა მალე დასრულდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა