წყალტუბოში ოლიმპიზმისა და სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ წყალტუბოში ოლიმპიზმისა და სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, სპორტულ ღონისძიებაში ა(ა)ი.პ „სპორტული კლუბების გაერთიანების" ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა ევრო ოლიმპიადის ჩემპიონ იაკობ ქაჯაიასთან ერთად მიიღეს მონაწილება.

გარბენის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა გადასცეს.

ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა