გიორგი დოხტურიშვილმა ვარკეთილის მესამე მასივის მცხოვრებლებს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი გააცნო

თბილისის საკრებულოს სამგორის (მესამე მასივი) რაიონის მაჟორიტარი წევრი გიორგი დოხტურიშვილი, ამავე რაიონის გამგებელთან კახაბერ სამხარაძესთან, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილესთან მარიამ კვერნაძესა და დედაქალაქის მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ვარკეთილის მესამე მასივში, ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

დეპუტატმა ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამწუხაროდ, თბილისში და კერძოდ, ვარკეთილის მესამე მასივში ბევრი ავარიული კორპუსია, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მათი ჩანაცვლება აუცილებელია. მისივე ინფორმაციით, ვარკეთილის მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ სამ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანება იგეგმება, საიდანაც მოსახლეობას 7540 კვადრატული მეტრი გადაეცემა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ვარკეთილში ავარიული „ხრუშჩოვკები“ ჩანაცვლდება.

„დედაქალაქის მერიამ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. ვფიქრობ, მოსახლეობასთან შეთანხმებას მივაღწევთ და ისინი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალ ბინებს მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიმდინარე პროექტს კომპანია „ვარკეთილი დეველოპმენტი“ ახორციელებს.

საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატი დამატებით კონსულტაციებს და შეხვედრებს დედაქალაქის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და მოსახლეობასთან ერთად მომავალ კვირასაც გამართავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა