ხულიგნობაში ბრალდებული რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, რასაც დაკავებულების ახლობლების  გაღიზიანება მოჰყვა

ხულიგნობაში ბრალდებული რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაკავებულების ახლობლების გაღიზიანება მოჰყვა.

ბრალდებულის რეზო წულუკიძის განცხადებით, მის ინტერესშია, რომ სასამართლომ სიმართლე დაადგინოს. რეზო წულუკიძის თქმით, საპატიმროში ის გაუსაძლის პირობებში იმყოფება.

"ჩემს ინტერესებშია სიმართლე დადგინდეს, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ჩვენ წესიერი, ჩამოყალიბებული კაცები ვართ, არ ვართ ხულიგანი. გვიცნობს ბევრი და პატივს გვცემს. უსამართლობაა, როცა ხმაურის გამო აღმოვჩნდით ციხეში. გაითვალისწინეთ ჩვენი ოჯახური პირობები, მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს, ქირით ვცხოვრებთ, ერთ თვეში შვილს ველოდები. გარდა ამისა, ციხეში გაუსაძლისი პირობები გვაქვს. მორწმუნე ადამიანები ვართ, რა ხულიგნობა?! ვემიჯნებით კრიმინალს, ყველანაირ ძალადობას! არასდროს არავინ დამიმცირებია მე და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა რეზო წულუკიძემ.

ელდარ ანთაძის უფლებადამცველი კი ამბობს, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას დაზიანებები აქვს მიყენებული.

რაც შეეხება ბრალდებულების ახლობლებს, როგორც მათ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა