თორნიკე რიჟვაძემ უნივერსიტეტის მშენებარე სასწავლო კორპუსი და ტექნოპარკი დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, მერაბ ხალვაშთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორთან, ავთანდილ კასრაძესთან ერთად უნივერსიტეტის მშენებარე სასწავლო კორპუსი და ტექნოპარკი დაათვალიერა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და იწყება შენობის ინტერიერის მოწყობა. ტექნოპარკი და სასწავლო კორპუსი ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს.

,,სტუდენტთა ახალი სასწავლო კორპუსი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. შენობაში ტექნოპარკი და პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდება. სასწავლო კორპუსის სივრცე დაეთმობა 11 ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამას, რომელიც 255 სტუდენტზეა გათვლილი. თითოეული პროგრამისთვის შეიქმნება ადაპტირებული სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზები. ასევე, მოეწყობა ტრენინგ-ცენტრი. ახალ შენობაში განთავსდება ტექნოპარკი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები განავითარონ. ტექნოპარკი ქმნის სივრცეს, სადაც აკუმულირებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო რესურსები და მიზნად ისახავს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსი აჭარის მთვარობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მლნ-მდე ლარია გამოყოფილი," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა