სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეის წარმომადგენლებს იმერეთში არსებული სიტუაცია გააცნო

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა დღეს, დისტანცირებულად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ასამბლეაში, რომელსაც 50-მდე ევროპის ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი მონაწილეობდა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასოციაციის მიმდინარე საკითხები განიხილეს, შეფასდა ბიუჯეტი, იმსჯელეს ახალი წევრების მიღების თემაზეც. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პანდემიის შემდგომ პერიოდში თერმულ ქალაქებში განსახორციელებელ აქტივობებზე თუ როგორ უნდა ამუშავდეს ტურიზმი და ამ ეტაპზე როგორი მდგომარეობაა, ფუნქციონირებენ თუ არა ქალაქები სრულფასოვნად.

იოსებ ხახალეიშვილმა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეის წარმომადგენლებს იმერეთში არსებული სიტუაცია გააცნო და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა, ხოლო პირველი აგვისტოდან თერმული ლოკაციები, საირმე და წყალტუბო, საერთაშორისო ვიზიტორებსაც მიიღებენ.

"ასამბლეაზე მონაწილეებმა ასოციაციის სამომავლო სტრატეგიაზეც იმსჯელეს, რომელიც მიზნად ისახავს განახლებულ მიდგომას და უფრო მეტ კომუნიკაციას წევრებს შორის.

აღსანიშნავია, რომ იმერეთი საქართველოდან ერთადერთი რეგიონია, რომელიც 2017 წლიდან "ეითქა"-ს წევრია.

ინფორმაციისთვის, ქუთაისი 2021 წელს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მე-11 ფორუმს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც ფორუმს "ეითქას"-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა