საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი გიორგი კვინიტაძის მედლით დააჯილდოვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს უწყებრივი მედალი საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისათვის გადაეცა.
უწყების ცნობით, მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში.
მაიორი ქვინთინ დოლი საქართველოში სამი წლის განმავლობაში მსახურობდა.