ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს პეტრე ადამაძე უხელმძღვანელებს

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს პეტრე ადამაძე უხელმძღვანელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ადამაძე აღნიშნულ პოსტზე კონკურსის წესით დაინიშნა.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად პეტრე ადამაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის დოქტორანტია და სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობს.

ადამაძე ქალაქ ქუთაისში 1993 წელს დაიბადა, დაამთავრა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა.

„პეტრე ადამაძემ წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა და მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. იგი ასევე ფლობს ამავე უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. მას ასევე განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. ფლობს ინგლისურ, რუსულ ენებს და გერმანულ ენებს. უნივერსიტეტში სწავლის დროს მოპოვებული აქვს სახელმწიფო და შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდია. რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, პეტრე ადამაძეს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება დაუგროვდა.

იყო სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრის (ტრენინგ ცენტრი CRDC) გენერალური დირექტორი. ამავე ორგანიზაციაში ატარებდა ტრენინგებს მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის: სტრატეგიული მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგის და PR მენეჯმენტის ტრენერი. აქტიურად იყო ჩართული განათლების და მეცნიერების საკითხებში, კერძოდ იყო კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი. საკუთარი ნამუშევრით სპიკერად მიწვეული იყო ეკონომიკისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციაზე ჰარვარდის უნივერსიტეტში.

გარდა ამისა, პეტრე ადამაძე იყო რეგიონულ მაუწყებელთა ქსელის აღმასრულებელი დირექტორი. ასევე ხელმძღვანელობდა მედიაჰოლდინგ კომერსანტს. იგი აქტიურად იყო ჩართული საკონსულტაციო სფეროში. 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა საქართველოში მოწინავე და დამწყებ კომპანიებს, ხელმძღვანელობდა აღნიშნული კომპანიების განვითარების პროექტებს, იყო ამავე ორგანიზაციის ბიზნესის განვითარების მენეჯერი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს პეტრე ადამაძე უხელმძღვანელებს

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს პეტრე ადამაძე უხელმძღვანელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ადამაძე აღნიშნულ პოსტზე კონკურსის წესით დაინიშნა.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად პეტრე ადამაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის დოქტორანტია და სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობს.

ადამაძე ქალაქ ქუთაისში 1993 წელს დაიბადა, დაამთავრა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა.

„პეტრე ადამაძემ წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა და მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. იგი ასევე ფლობს ამავე უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. მას ასევე განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. ფლობს ინგლისურ, რუსულ ენებს და გერმანულ ენებს. უნივერსიტეტში სწავლის დროს მოპოვებული აქვს სახელმწიფო და შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდია. რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, პეტრე ადამაძეს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება დაუგროვდა.

იყო სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრის (ტრენინგ ცენტრი CRDC) გენერალური დირექტორი. ამავე ორგანიზაციაში ატარებდა ტრენინგებს მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის: სტრატეგიული მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგის და PR მენეჯმენტის ტრენერი. აქტიურად იყო ჩართული განათლების და მეცნიერების საკითხებში, კერძოდ იყო კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი. საკუთარი ნამუშევრით სპიკერად მიწვეული იყო ეკონომიკისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციაზე ჰარვარდის უნივერსიტეტში.

გარდა ამისა, პეტრე ადამაძე იყო რეგიონულ მაუწყებელთა ქსელის აღმასრულებელი დირექტორი. ასევე ხელმძღვანელობდა მედიაჰოლდინგ კომერსანტს. იგი აქტიურად იყო ჩართული საკონსულტაციო სფეროში. 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა საქართველოში მოწინავე და დამწყებ კომპანიებს, ხელმძღვანელობდა აღნიშნული კომპანიების განვითარების პროექტებს, იყო ამავე ორგანიზაციის ბიზნესის განვითარების მენეჯერი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს