საპატრიარქო - მღვდელმონაზონ იეროთეოზს ღვთისმსახურება ეკრძალება და მისი საქმე სამთავარეპისკოპოსოს საეკლესიო სასამართლოს გადაეცემა

მღვდელმონაზონ იეროთეოზს (დავით მარგველაშვილი) ეკრძალება ღვთისმსახურება და მისი საქმე სამთავარეპისკოპოსოს საეკლესიო სასამართლოში გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პარიზში იქმნება ქართულენოვანი სამრევლო მოსკოვის საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის რუსული ტრადიციების მართლმადიდებელ ეკლესიათა სამთავარეპისკოპოსოს შემადგენლობაში.

“მღვდელმონაზონ იეროთეოზის (დავით მარგველაშვილი) მიერ საკუთარ სოციალურ ქსელში გაკეთებულმა განცხადებამ, თითქოსდა მაღალყოვლადუსამღვდელოეს დუბნელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით პარიზში იქმნებოდა ჩვენს სამთავარეპისკოპოსოს შემადგენლობაში ქართულენოვანი სამრევლო, გამოიწვია ბევრი გაუგებრობა ჩვენს ეკლესიებს შორის. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ უარვყოფთ მოცემული განცხადების სიმართლეს.

ამასთან ერთად, ვარწმუნებთ ჩვენს ქართველ ძმებს, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) 2020 წლის 16 ივნისის წერილში გამოხატავენ საკუთარ შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არასოდეს არ გვქონია განზრახვა შეგვექმნა რაიმე მსგავსი გაერთიანება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პარიზში ფუნქციონირებს ქართული ტრადიციების სამრევლო, რომლის წინამძღვარია მისი მაღალღირსება არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი.

ძალზე ვწუხვართ მომხდარი პროვოცირებული გაუგებრობის გამო, რომელიც ხსენებულმა პუბლიკაციამ გამოიწვია და ვითხოვთ ამის გამო შენდობას. ამასთან ერთად, მღვდელ-მონაზონ იეროთეოზს (დავით მარგველაშვილი) ეკრძალება ღვთისმსახურება და მისი საქმე სამთავარეპისკოპოსოს საეკლესიო სასამართლოში გადაეცემა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა