ანონსი 24 ივნისი

ანონსი  24 ივნისი

24 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

24 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 ივნისს, 11:00 საათზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტს საჩივრით მიმართავს.

24 ივნისს, 11:00 საათზე, დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: შარტავას N7

საკონტაქტო: ლანა ქარდავა - 577 15 85 72

24 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ცოფის შემთხვევები თბილისში და ქვეწარმავლები.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

24 ივნისს, 11:00 საათზე ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს ბანკის სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ვახტანგ ვახტანგიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის პირველ ნაკადში შერჩეულ სტარტაპებს შეხვდებიან.

მის: ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა

საკონტაქტო: სალომე არშბა - 599 71 21 31

24 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სოციალური აგენტები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: სოციალური აგენტები გაფიცვას იწყებენ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

24 ივნისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრების შემდეგ:

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

24 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე 18 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს გადასცემს.

მის: მეტროსადგურ "ნაძალადევის" მიმდებარე სკვერი

საკონტაქტო პირი: ლანა ქარდავა +995577158572

24 ივნისს, 14:00 საათზე, "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი გამართავს პრეზენტაციას სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" განახლებული პროგრამების შესახებ და თუ როგორ ისარგებლონ პოტენციურმა მეწარმეებმა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმებით.

მის: სასტუმრო „სტამბა“ - ამფითეატრი

საკონტაქტო: ანა მაჭავარიანი - 599805599

24 ივნისს, 18:30 საათზე, (ბრიუსელის დროით) ბრიუსელის ჰაბი გამართავს სატელეფონო ბრიფინგს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან შეიარაღების კონტროლის საკითხებში, მარშალ ბილინგსლისთან. მონაწილეობის მისაღებად მიმართეთ ბრიუსელის ჰაბს ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით: https://www.eventbrite.com/e/online-press-briefing-with-ambassador-marshall-billingslea-tickets-110610677514?fbclid=IwAR0rNmCm6ETq8XDNY8OT8JqDcqeQa589KTe7ovgm5fXY5rMh4SyOFgdqJcs.

თემა: ელჩი ბილინგსლი განიხილავს რუსეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას ვენაში და უპასუხებს ჟურნალისტების კითხვებს.