გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი - ამბობენ, რომ თავის ქალა აქვს ჩამტვრეული და დაზიანებები აქვს მიყენებული

ბიჭები, ვინც გიორგის ცხედარი ნახა, ამბობენ, რომ მას თავის ქალა აქვს ჩამტვრეული და დაზიანებები აქვს მიყენებული, ოღონდ თავის ქალის გატეხვა რამის ჩარტყმას უკავშირდება თუ გადავარდნას ან დაცემას, მაგაზე კომენტარს ჩვენ ვერც ვაკეთებთ, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელმა, ნიკა ჯაჭვაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გიორგი ხიდიდან გადავარდა და შემდეგ მდინარესთან თავად მივიდა, რადგან გადავარდნის შემდეგ მას ისეთი დაზიანებები მიადგებოდა, მდინარემდე დამოუკიდებლად მისვლას ფიზიკურად ვერ შეძლებდა.

“მე პირადად ვერ შევძელი იქ ასვლა, ვერანაირად ვერ ვაიძულე ჩემს თავს, რომ ავსულიყავი ზევით, მაგრამ ბიჭები, ვინც იყვნენ ასულები, ამბობენ, რომ თავის ქალა აქვს ჩამტვრეული და დაზიანებები აქვს მიყენებული, ოღონდ თავის ქალის გატეხვა რამის ჩარტყმას უკავშირდება თუ გადავარდნას ან დაცემას, მაგაზე კომენტარს ჩვენ ვერც ვაკეთებთ და ვერც რაიმე აზრს ვაფიქსირებთ იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ვარიანტიც შეიძლება იყოს და მეორეც", - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

მან კომენტარი გააკეთა არსებულ ინფორმაციაზეც, რომ დაღუპულს "ცალი ყური არ აქვს".

ყურის არქონის ვერსია არ ვიცი, ვერ გეტყვით... ჩემთან გაიჟღერა იმ ვერსიამაც, რომ დიდი ხანი რახან იყო წყალში, იყო ის ვერსიებიც, რომ თევზებს მიეყენებინათ პატარა-პატარა დაზიანებები, მაგრამ ასე მთლიანი ყური არ ვიცი.. ვერ გეტყვით... ერთი ვარიანტია, რომ ამ ხიდის ქვეშ, სადაც გიორგის კვალი ქრება, შეიძლება ამ ჯებირიდან გადახტა, დაბლა ჯებირი არის ჩასასვლელი და იქ ხომ არ დაიმტვრა ან თავი რამეს ხომ არ დაარტყა, მაგრამ მეორე ვარიანტიც არის ის, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ვინმემ ან რაიმე ჩაარტყა, ან რამე მსგავსი, მაგას არ გამოვრიცხავ, არ გამოვრიცხავ კი არა ძირითად ვერსიებს თუ განვიხილავთ, შეიძლება 70-80% მაქეთ მიდიოდეს.

თუ გადავარდა, დაზიანებები ექნებოდა, მითუმეტეს, თავი თუ დაარტყა, შესაბამისად ვერსია, რომ მდინარესთან თავისით მივიდა, სისულელეა. 50 მეტრს მდინარემდე როგორ გაივლიდა, გარდა ამისა, მას სიბნელის და წყლის ეშინოდა”, - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

ცნობისთვის, 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში გუშინ იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია