ფოთის ბაზარში დახლების აღებას მოვაჭრეების მხრიდან ხმაური მოჰყვა

ფოთის ბაზარში გვიან ღამით მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ცენტრალური გზის გათავისუფლების მიზნით, ვაჭრობისთვის განთავსებული დახლების აღება დაიწყეს, რასაც მოვაჭრეების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, დახლების დემონტაჟი მათთან შეუთანხმებლად მოხდა.

მაღაზიების წინ დახლები გვაქვს განთავსებული, რომლებსაც, როგორც მითხრეს, ანგრევდნენ. გამოვიქეცი სახლიდან, რომ ჩემი დახლები გადამერჩინა. ბაზრის ტერიტორიაზე შემოვედი თუ არა, ვნახე, როგორ იღებდნენ დახლებს. მე ვიცავ ჩემს დახლებს, არ მივცემ იმის საშუალებას, რომ აიღონ. როგორც ამიხსნეს და მითხრეს, ეს ყველაფერი უსაფრთოების წესების დაცვის გამო ხდება. ამბობენ, რომ თუ ეს ტერიტორია არ გათავისუფლდა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სახანძროს მანქანები ვერ შემოვა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დახლები ამას ხელს არ უშლის. ჩვენ სადაც ვიდექით იქ ვდგავართ, არაფერი დაგვირღვევია ,“ - განაცხადა მოვაჭრე რიტა ლაგვილავამ.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცესი გარე ვაჭრობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით ხორციელდება.

„ფოთის მუნიციპალიტეტი პერმანენტულად ახორციელებს გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებებს. ამჯერადაც, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით ხდება ბაზრის ტერიტორიაზე შიდა გზების გათავისუფლება და ტერიტორიის მოწესრიგება. აღნიშნული ღონისძიების თაობაზე მოვაჭრეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული,“ - აცხადებენ ფოთის მერიაში.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა