ჩინეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 7 პეკინში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 12 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, 9 კი შიდა გადაცემის შედეგია.

აღსანიშნავია, რომ 7 ახალი შემთხვევა პეკინისთვის ყველაზე მცირე დღიური მაჩვენებელია 13 ივნისის შემდეგ ანუ იმ დროიდან, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთი დიდი ბაზარი კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო დახურეს.

ცნობისათვის, პანდემიის გავრცელების დღიდან ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 84 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 4 600-ს აჭარბებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა