ირაკლი ქადაგიშვილმა და შოთა ნარეკლიშვილმა თელავში, საცხოვრებელი კორპუსების ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები დაათვალიერეს

ირაკლი ქადაგიშვილმა და შოთა ნარეკლიშვილმა თელავში, საცხოვრებელი კორპუსების ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები დაათვალიერეს

თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო. მათივე ცნობით, ამ დროისთვის 5 საცხოვრებელი კორპუსის გამრიცხველიანება უკვე დასრულდა.

"თელავში წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარეობს მრავალსართულიანი ბინების გამრიცხველიანების პროცესი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 3 მილიონ ლარზე მეტს. ამ დროისთვის დასრულებულია ხუთი მრავალბინიანი კორპუსის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პროცესი ოქტომბრის თვეში დასრულდება",- აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება ბინების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.პროექტის განხორციელებაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.