კახა კალაძის განცხადებით, 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ეს ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ ფართებში ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა მათი დაკანონება ვერ ხერხდებოდა.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს საკმაოდ კარგი პროექტი, ეს არის ბინების გადაცემა, საცხოვრებელი ფართების, სადაც ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მთელი რიგი ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. ჩვენ წამოვიწყეთ ეს საკმაოდ კარგი პროექტი, რომლითაც ბევრმა ოჯახმა ისარგებლა და ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს გლდანი-ნაძალადევის რაიონში 18 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. მინდა ყველა ამ ოჯახს მივულოცო და წარმატება ვუსურვო. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროექტის განხორციელებას და ვისაც ანალოგიური პრობლემები გაქვთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობს და თქვენ მიიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა საბუთებია საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა