ნოდარ მელაძის ადვოკატი - თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მივიღოთ

ტელეწამყვან ნოდარ მელაძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღონ.

როგორც ტვ „პირველის“ გენერალური პროდიუსერის ადვოკატმა სუს-ში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ვინაიდან მათთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კითხვები ექნება გამოძიებას, ამ ეტაპზე ვერ ამბობენ, დღის წესრიგში დადგება თუ არა დამატებითი გამოკითხვის აუცილებლობა.

„მიუხედავად იმისა, რომ ნოდარს უწყებაც კი არ ჩაბარებია, მას ტელეფონზე დაუკავშირდა გამომძიებელი და გამოცხადება სთხოვა. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მივიღოთ, თუმცა ცხადია, წყაროს დასახელებაზე, რომელიც კანონით არის დაცული, ჩვენ თავს შევიკავებთ. ვინაიდან ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კითხვები ექნება გამოძიებას, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, დღის წესრიგში დადგება თუ არა დამატებითი გამოკითხვის აუცილებლობა ან უკვე ჩვენებას მივაწოდებთ სუსს თუ მოსამართლეს“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა