ჰასან რუჰანი - აშშ-სთან მოლაპარაკების გამართვაზე პრობლემა არ გვაქვს, თუ ვაშინგტონი ბოდიშს მოგვიხდის და ზარალს აგვინაზღაურებს

აშშ-სთან მოლაპარაკების გამართვაზე პრობლემა არ გვაქვს, თუ ვაშინგტონი ბირთვული ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თეირანი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუკი ვაშინგტონი 2015 წლის შეთანხმებიდან გასვლის გამო ბოდიშს მოიხდის და ირანს ზარალს აუნაზღაურებს.

„აშშ-სთან მოლაპარაკების გამართვაზე პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ვაშინგტონი 2015 წლის შეთანხმებიდან გასვლის გამო ბოდიშს მოიხდის და ირანს ზარალს აუნაზღაურებს,“ - განაცხადა ჰასან რუჰანმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგად 2018 წელს ცალმხრივად დატოვა და ირანს 2015 წელს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

იხილეთ ვიდეო:ჰასან რუჰანი - აშშ-სთან მოლაპარაკების გამართვაზე პრობლემა არ გვაქვს, თუ ვაშინგტონი ბოდიშს მოგვიხდის და ზარალს აგვინაზღაურებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა