ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდაჭარაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საცხოვრებელ სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

























