ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში წყლის ახალი სისტემები მოეწყობა

მუნიციპალიტეტებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კომპანია წყლის სისტემის მოწყობისთვის სამუშაოების დაწყებას გეგმავს,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ახალშენში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი ჩატარდა და მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცედურები.

„სამუშაოები სვანებისა და ფრანგების უბნის მცხოვრებლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავე ნაგებობის, ორი ჭაბურღილისა და საქლორატოროს მოწყობა. ამ დროისთვის, ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭების მეშვეობით იღებენ. სოფელში, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა წლებია არ არსებობს. ზაფხულის პერიოდში, წყალმცირობის დროს ჭაში არსებული წყლის დებეტი კლებულობს, შესაბამისად, მოსახლეობას წყალმომარაგების კუთხით პრობლემები ექმნება. სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე მოხმარდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი,"-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს