ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს „ცხელების ცენტრის“ მედპერსონალსა და  პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს „ცხელების ცენტრის“ მედპერსონალსა და პაციენტებს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გუშინ, ლუგარის ლაბორატორიაში 11 პირის ბიოლოგიური მასალა იქნა გადაგზავნილი, მათგან 6 მედპერსონალის, 5 კი „ცხელების ცენტრში“ მყოფი პაციენტების.

თერთმეტივე პირის ტესტის პასუხი “კოვიდ 19″-ზე უარყოფითია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დღეისთვის კორონავირუსის 192 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 175 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, დღემდე მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა