ირაკლი კობახიძე - ბესელია გახდა "ნაცმოძრაობის" ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და იმ ადამიანების, რომლებიც დაკავშირებულია ამ პარტიის კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან

ჩვენ ვიცით, რომ ბესელია გახდა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და სხვების, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სასამართლოსთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მომზადებულ პროექტს გამოეხმაურა. მისი თქმით, რეალურად სასამართლოში „კლანი“ არ არსებობს და პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ამაზე საუბრობს, სპეკულირებს.

"სასამართლოსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი, ყველამ ვიცით, რომ არის სპეკულაციური პროექტი. ჩვენ ვიცით, რომ ბესელია გახდა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და სხვების და ზოგადად იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მძიმედ არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან, აქედან გამომდინარე, მისგან ბუნებრივია, არ გვიკვირს ასეთი სპეკულაციური დადგენილების ინიცირება,"- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტი სასამართლოში არსებულ ვითარებას ეხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა