ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი “ფეისბუქ” ლაივის საშუალებით საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამამ ახლახან მიიღო აკრედიტაცია და სტუდენტებს უკვე შემოდგომის სემესტრიდან მიიღებს. პროგრამაში გაერთიანებულია მსოფლიოს მასშტაბით თემის შესახებ არსებული საუკეთესო ინტელექტუალური ცოდნა.

პროგრამაზე ასწავლიან დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი უნივერსიტეტების კურსდამთავრებული დოქტორები.

პროგრამა ორენოვანია. სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური, რომელიც ითვალისწინებს ახალი და უახლესი ისტორიის შესწავლას ტრანსნაციონალურ და რეგიონულ ჭრილში. საკითხები განხილული და დანახული იქნება მსოფლიოსა და სამეზობლოში მიმდინარე პროცესების პარალელურად. გარდა თეორიული ცოდნისა, თითოეულ სილაბუსში გათვალისწინებულია კვლევის კომპონენტი. სტუდენტები გაივლიან პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად აუცილებელ კურსებს (საარქივო საქმე, კვლევის დიზაინი და ა.შ.). ლაივ საინფორმაციო შეხვედრაზე, მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დასაქმებისა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე დამსწრეებს ესაუბრებიან: ბექა კობახიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროგრამის თანახელმძღვანელი; სტივენ ჯონსი – მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის (აშშ) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; მალხაზ თორია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ნათია ბურჯანაძე – ხარისხის მართვის სპეციალისტი. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ კომენტარებში მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვან და ლაივის მონაწილეებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.

დრო: 25 ივნისი, 19:00 საათი

ადგილი: ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის