აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა პროკურატურას მიმართა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ემზარ პაქსაძემ პროკურატურას მიმართა. როგორც ემზარ პაქსაძე აცხადებს, პროკურატურას აუდიტორული კომპანია "კომპაუდის" დასკვნის საფუძველზე მიმართა, რომელმაც აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 2017-2019 წლის პერიოდი შეისწავლა.
"2017-2019 წლების პერიოდია შესწავლილი, როცა ტელევიზიას ხელმძღვანელობდა ნათია კაპანაძე, რამდენიმე პირთან დაკავშირებით არის აღმოჩენილი დარღვევები საერთაშორისო აუდიტის მიერ. აღმოჩენილია მთელი რიგი დარღვევები, როგორიცაა თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, მითვისება, ყალბი ცნობების გაცემა და ასე შემდეგ. ჩვენს კომპეტენციას სცილდება ამ საკითხებზე რეაგირება, ამიტომაც მივმართავთ პროკურატურას"-განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

























