ალეკო ელისაშვილი - მივმართავთ თითოეულ პარტიას ოპოზიციაში, თბილისის 8 მაჟორიტარი ხალხმა გადაანაწილოს

ალეკო ელისაშვილის გუნდი ახალი ინიციატივით გამოდის და ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომ თბილისის მაჟორიტარები ხალხის გადაწყვეტილებით გადანაწილდნენ.

"ყველაფერი ხალხის გადაწყვეტილებებით უნდა ხდებოდეს. ამდენად ჩვენ გუნდს გვაქვს ინიციატივა და მივმართავთ თითოეულ პარტიას ოპოზიციაში, მოდით თბილისის მაჟორიტარები გადავანაწილოთ პატიოსანი წესით " - ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილის თქმით პატიოსანი წესი ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციებმა, რომელსაც საზოგადოება ენდობა ჩაატაროს გამოკითხვა.

" IRI-მ NDI-მ ერთობლივად ჩაატარონ გამოკითხვა და გაირკვეს 8 ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ლიდერი, რომელსაც თბილისის მოსახლეობა უჭერს მხარს. მიღებული შედეგები გამოქვეყნდეს და მაჟორიტარები ხალხის შეხედულებით გადანაწილდეს. ბოკერია კი ნუ ანაწილებს, მაჟორიტარები სად უნდა დადგნენ ან ვიღაცამ კი არ უნდა გადაანაწილოს, არამედ ხალხმა. მე თუ არ მოვხვდები იმ სიაში, არანაირი პრეტენზია არ მექნება და ვიტყვი, რომ არ მიჭირს ხალხი მხარს და გავიწევი გვერდზე. ხალხის მონაწილეობით გამჭირვალედ და პატიოსნად ჩავატაროთ ეს ყველაფერი. ეს არის ჩემი მოთხოვნა და მივმართავ თითოეულ ოპოზიცურ ძალას, თუ მართლა უნდათ პატიოსან გადანაწილებაში მონაწილეობა და პატიოსანი ზრახვები აქვთ - ხალხის დარდი და ხალხის ფიქრი, დამოკიდებულება თუ ადარდებთ, დაუჭირონ მხარი ამ ინიციატივას.

ის რაც არ მომწონს, როცა პროცესში ვარ და რაც არ მომწონდა ამდენი წლის განმავლობაში, როცა გვერდიდან ვუყურებდი ქართულ პოლიტიკას, არის ეს რაღაც გარიგებები, გადანაწილებები-გადმონაწილებები. ეს რაღაცა სტამბოლის ბაზარი, რომ არის სულ გაჩაღებული - ვინ სად დადგება, როგორ დადგება. ისე იყოფენ ამ ადგილებს, გეგონება ეს ქვეყანა პაპამისის დანატოვარი იყოს. მე კიდევ მინდა, რომ პატიოსნად ხდებოდეს ყველაფერი - მაჟორიტარების გადანაწილება იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა რამ. ყველაფერი ხალხის გადაწყვეტილებებით უნდა ხდებოდეს. ამდენად ჩვენ გუნდს გვაქვს ინიციატივა და მივმართავთ თითოეულ პარტიას ოპოზიციაში​", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ინფორმაციას ალეკო ელისაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა