სუს-მა ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი დააკავა.
დაკავებულია კულტურის ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო დიდების მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი ბ. ხ.
დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს მერიის ა(ა)იპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი. ვაჟა ჯუღელის თქმით, დაკავების შესახებ შემთხვევით შეიტყო, მისი მოადგილე შეესწრო ფაქტს. ვაჟა ჟუღელი აცხადებს, რომ დაკავების მიზეზი არ იცის.
დაკავებული მუზეუმში 2015 წლიდან მუშაობს.
სუს-ში განამარტავენ, რომ დაკავების დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

























